EU-US სამიტის განცხადება - ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას -  ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს აუცილებელი რეფორმების გატარება

ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება, - ამის შესახებ აშშ-ევროკავშირის სამიტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ვაშინგტონში გამართული აშშ-ევროკავშირის სამიტის მთავარ თემას ისრაელ-„ჰამასის“ ომი წარმოადგენს, თუმცა მხარეებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობის მიმართ და მხარდაჭერას რეგიონში ევროკავშირის პერსპექტივის მიმართ. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება“, - აღნიშნულია აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა