შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია

ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მასში გაწევრიანებისთვის აუცილებელია.

„სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაწევრიანებამდე ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. დიაგრამაზე ნაჩვენებია ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე მიაღწია ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის მინიმალურ დონეს“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. შესაბამისად, საქართველო ამ საკითხს ორი მიზეზის გამო ძალიან სერიოზულად ეკიდება: 1) ეკონომიკური განვითარება ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს ინფრასტრუქტურას და მეტ ეკონომიკურ სიკეთეს საქართველოს მოქალაქეებისთვის; 2) ეკონომიკური სიძლიერე აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და გადამწყვეტი ფაქტორია გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, ევროკავშირში გაწევრიანებამდეც“, -წერს შალვა პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება