მედია - შვედი სამხედრო ოფიცერი, ჯაშუშობასა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ბრალდებით დააკავეს

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, ჯაშუშობასა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ბრალდებით მაღალჩინოსანი სამხედო ოფიცერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Expressen-ი ავრცელებს. მასთან ერთად დაკავებულია მისი მეუღლეც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ოფიცერს მნიშვნელოვანი თანამდებობები შვედეთის სამხედრო ძალებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურებში ეკავა, ხოლო მის მეუღლეს შვედეთის მთავრობაში.

ჩხრეკა რამდენიმე ადგილას ჩატარდა და ამოღებულია მობილური ტელეფონები და კომპიუტერები. ორივე დაკავებული იზოლირებულ საკანშია გადაყვანილი და როგორც მთავარი პროკურორი პერ ლინდკვისტი აღნიშნავს, მათ არ ექნებათ ტელევიზორის ყურების, რადიოს მოსმენის ან გარე სამყაროსთან წერილების სახით კომუნიკაციის შესაძლებლობა.

თავდაცვის უმაღლესი მმართველობა და სამთავრობო უწყების მთავარი მინისტრები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი და იუსტიციის მინისტრი გუნარ სტრომერი შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედებების შესახებ ინფორმირებულნი არიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება