„ნაციონალური მოძრაობა“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციისთვის 5 მლნ ლარი გამოიყო - იმის ნაცვლად, რომ ეს შენობა გაეკეთებინათ და როგორც მოსახლეობას დაჰპირდნენ, საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი ყოფილიყო, პირიქით, სამუშაოები ახლა შეჩერებულია, რაც გაკეთდა გაფუჭებულია და შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ცამციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყვეს და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„დიდ ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში ზუსტად ორი წლის წინ იმერეთის მუნიციპალიტეტის გუბერნატორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ, სამტრედიის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი, რომლის რეაბილიტაციისათვის 5 მლნ ლარია გამოყოფილი და როგორც მოსახლეობას შეჰპირდნენ აქ უნდა გახსნილიყო საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი, მაგრამ მოხდა პირიქით, სამუშაოები ახლა შეჩერებულია, მოხდა სრული დემონტაჟი რამდენიმე დამხმარე შენობის და ავარიულ მდგომარეობაშია შენობა. რაც გააკეთეს, ისიც გაფუჭებულია და შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მოვუწოდებ პროკურატურას, გამოიძიოს, სად წავიდა 5 მლნ ლარი. არ გამოუვათ ამ საქმის თაროზე შემოდება. ამხელა შენობა იმის მაგივრად, რომ რეაბილიტაცია გაეკეთებინათ, უფრო უარეს დღეში ჩააგდეს“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება