გერმანიის კანცლერი - მართებული და მნიშვნელოვანია, რომ ღაზას მოსახლეობას პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება -  ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება.

„მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს“, - წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანები ღაზაში შევიდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს