ევროკავშირი და აშშ რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გზებს შეისწავლიან.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.
„იმის გამო, რომ აუცილებელია შეჩერდეს რუსეთის მცდელობები, რომლითაც მას უკრაინის ეკონომიკის განადგურება სურს და ასევე, მის მიერ საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აშშ და ევროკავშირი, ჩვენს მოკავშირეებთან და ექსპერტებთან ერთად, შევისწავლით უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული დანაკარგებისა და ზიანის კომპენსაციის ვარიანტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისინი მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ საერთაშორისო სამართალთან და სამართლებრივ სისტემებთან შესაბამისობაში გადადგამენ.