ნინო თანდილაშვილი - ჩვენი გეგმაა, საგაზაფხულო სესიაზე საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და რაჭაში განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შევქმნათ - ნურავინ შეეცდება ეს პროცესი საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს

ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად - ჩვენი გეგმაა, საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შევქმნათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორმა, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა, მაისიდან დაიწყეს მუშაობა, რომ რაჭის ტყეები და მიმდებარე სოფლები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს.

„რაჭის ტყეების და მიმდებარე სოფლების გადაცემას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვგეგმავთ. მართვაში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობაც. დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია. საზოგადოებაში არსებობს კითხვა, თუ რა ხდება სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიასთან დაკავშირებით. ეს ლიცენზია დაახლოებით ერთი წლის წინ კონკრეტული პირობებით გაიცა ინვესტორზე. მათ შორის, ეს შეეხებოდა ადგილზე ეკოტურიზმის განვითარებას, სანადირო სახეობების განვითარებას, ცალკეული ბიომრავალფეროვნების სახეობების აღდგენას. რაც ყველაზე მთავარია, ამ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში არ იკრძალება მოსახლეობისთვის ტყეში შესვლა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, გადაადგილება და ეს ტერიტორიები საკუთრებაში არავის გადასცემია, დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაისში დავინახეთ, ლიცენზიანტის მხრიდან სალიცენზიო ვალდებულებები არ სრულდებოდა, სახელმწიფომ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ზომა გაატარა და დავიწყეთ დაჯარიმების პროცესი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის, ნებისმიერი ლიცენზიანტი პასუხისმგებელია. შესაბამისი ეტაპებია, რაც აუცილებელია, რათა საბოლოოდ სამართლებრივი შედეგი დადგეს.

რაც შეეხება განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნას, ამაზე ვმუშაობთ. ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობაც იქნება, რათა შევქმნათ ისეთი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს ხელს არ შეუშლის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებაში და დამატებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად გამოაცოცხლებს რაჭის რეგიონს, სადაც გვყავს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროექტებით ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ და ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება.

ნუ შეიყვანენ ადგილობრივ მოსახლეობას შეცდომაში. მაისიდან დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა და ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და შევქმნათ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ინვესტორმა, ტერიტორიის განვითარების გეგმა, რაც ევალებოდა, არ წარმოადგინა.

„ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც სახელმწიფომ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ეს გეგმა მოსახლეობასთან განხილვებს ითვალისწინებდა. არცერთი ეს ვალდებულება არ შესრულდა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა