ნინო თანდილაშვილი -  რაჭის ტყეებსა და მის მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის შექმნა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, რაჭის ტყეებსა და მის მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის შექმნა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.

როგორც თანდილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული კანონმდებლობა კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა“.

„სახელმწიფო მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ საკუთარი სურვილისამებრ, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით შევუწყვიტოთ ნებისმიერ ინვესტორს ნებისმიერი ლიცენზია და ნებართვა. ეს პროცესი გრძელდება. განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება თავის მხრივ, გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვასაც. თუ ვსაუბრობთ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის სტატუსის შექმნაზე, ეს ერ იქნება თანხვედრაში ამ ტიპის საქმიანობასთან“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებ, რომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ აქვს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება