სლოვენიამ ხორვატიისა და უნგრეთის საზღვრებთან პოლიცია განათავსა

სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა, რათა თავიდან აიცილოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს.

პარასკევს, სლოვენიის მთავრობამ დროებითი სასაზღვრო კონტროლის 30 ოქტომბრამდე დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მეზობელმა იტალიამ, უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, სლოვენიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა, რამაც რიგები შექმნა, რადგან მოგზაურებისთვის დოკუმენტების შემოწმების პროცესი გაჭიანურდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს