მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა. მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაც იზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს. მცირე მარნების განვითარების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია. მისასალმებელია, რომ მცირე მარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

უწყების ცნობით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა.

„თავდაპირველად მონაწილეების რაოდენობა 20-მდე იყო, წელს კი, ფესტივალზე 40-მდე ღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან. ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოები, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა