მედია - ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე გამთენიისას საჰაერო თავდასხმები განხორციელდა.

„დღეს, დაახლოებით დილის 5:25 საათზე, ისრაელელმა მტერმა განახორციელა საჰაერო აგრესია რაკეტების ერთდროულად გაშვებით ლატაკიის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებებიდან დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებისკენ“, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი - დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა