ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში ღამით „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ, ლიკვიდირებულია „ნუხბას“ ქვედანაყოფის ორი წევრი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზასთან საზღვრის გალავნის მახლობლად ავიაიერიშის შედეგად „ჰამასის“ „ნუხბას“ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ორი წევრია ლიკვიდირებული.

სამხედროები აცხადებენ, რომ მათთან ერთად „ჰამასის“ სხვა ტერორისტებიც დაიღუპნენ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ მოულოდნელ თავდასხმას „ნუხბას“ სპეციალური ქვედანაყოფი ხელმძღვანელობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა წუხელ ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა მაღალსართულიან შენობებში განთავსებული „ჰამასის“ აქტივები, გვირაბები, იარაღის საწყობები, სამეთაურო ცენტრები და მეჩეთები, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი ომისთვის იყენებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა