აშშ-ის ელჩი უკრაინაში - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს

უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი კადრები - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სხვები კი მძიმედ დაშავდნენ, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას იმისთვის, რომ რუსეთმა, მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, პასუხი აგოს.

„კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს. შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, ხარკოვში, რუსეთის მიერ „ნოვა-ფოსტას“ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფოსტის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და 16 დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა