თბილისის საკრებულოში ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა

რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, რუსთაველი მოქანდაკისა და მხატვრის ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ხელოვანის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

„ზაქარია გულისაშვილის სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პერიოდულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში.

ხელოვანის ორი ნამუშევარი, ამჟამადაც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ გალერეაში.

რუსთაველი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, საქართველოს საზღვრებს გარეთ-თურქეთსა და საბერძნეთშია გაყიდული.

გულისაშვილის მიერ შექმნილი სკულპტურა- „ზეციური კარიბჭე“ კი, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედაა განთავსებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა