თბილისში მესაქონლეობის გამოფენა „მესაქონლეობის ექსპო 2023“  ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა მესაქონლეობის გამოფენა „მესაქონლეობის ექსპო 2023“ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მესაქონლეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ჩვენთვის მესაქონლეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მესამედ იმართება გამოფენაც, „მესაქონლეობის ექსპო”, რომლის ფარგლებში, ჩვენს ფერმერებს საშუალება აქვთ, წარმოადგინონ პროდუქცია, ასევე, გაეცნონ დარგის სიახლეებს. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის ახალი ელჩს გამოფენაზე მობრძანებისთვის. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც ჩვენს ფერმერებს, მეწარმეებს უწყობს ხელს, აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია უვნებლობის სტანდარტების დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პროექტია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, რამაც კონკრეტული შედეგი გამოიღო, თუმცა, ვფიქრობთ, რომ დარგს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მალე, ჩვენ გვექნება სიახლეები ჩვენი ფერმერებისთვის, რაც ითვალისწინებს წვდომას იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც აუცილებელია კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა, სიტყვის გამოსვლისას საქართველოში მესაქონლეობის სექტორის განვითარებისათვის საქართველოს მთავრობასთან, ფერმერებთან და ინდუსტრიულ პარტნიორებთან გატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ვმონაწილეობ ამ წლის მესაქონლეობის ექსპოზე, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ. აშშ ახორციელებს ინვესტიციას საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში, რათა ისინი იყოს მდგრადი, თანამედროვე და მეტად პროდუქტიული. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ინდუსტრიულ პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. ეს არის ჩემი პირველი ღონისძიება საქართველოში. ჩვენ მრავალი წელია, ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან და ქართველ დაინტერესებულ პირებთან და, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ მათ ამ სექტორის გაძლიერებაში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მესაქონლეობის გამოფენა ლისის ტბის მიმდებარედ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, ასევე სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაში ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიების მიზანია, ქვეყანაში მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ მაღალპროდუქტიული, ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია.

მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია”; ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა