იური იგნატი - რუსები დრონებისთვის AliExpress-დან შეძენილ ძრავებს იყენებენ

რუსეთი ხშირად იყენებს პრიმიტიულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთა ძრავებს AliExpress-ზე ყიდულობენ, მაგრამ მათ რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლიათ და ამიტომ საშიშია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების, საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რატომ საუბრობს ზოგჯერ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის დაუდგენელ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ.

”არსებობს ფრაგმენტები, უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილები, საიდანაც ირკვევა, თუ რა გამოიყენა მტერმა მათ ასაწყობად. დაუდგენელი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ძრავები შეძენილია AliExpress-ზე”,-აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, ასეთ უპილოტო საფრენ აპარატებს მოწინააღმდეგე უბრალო მასალისგან ამზადებს, თუმცა საფრთხეს წარმოადგენენ.

„რომ იტყვიან, ჯოხებით ამზადებენ, მაგრამ ეს უპილოტო საფრენი აპარატი არის თავდასხმის ტიპის და მასზე რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაა, ამიტომ სახიფათოა“, - აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა არა მხოლოდ ყიდულობს, არამედ თავად აწარმოებს უამრავ დრონს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა