ანონსი 23 ოქტომბერი

23 ოქტომბერს, 09:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის.

საბჭოს სხდომაში 300-ამდე მონაწილეა, რომელთა შორის არიან თავად საბჭოს წევრები, მათი ალტერნატიული წევრები, მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან დამკვირვებლები, აკრედიტირებული ორგანოები და სხვა უწყებები.

მის: თბილისი, სასტუმრო „პულმანი“ (ჭავჭავაძის გამზირი 37მ)

23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, პარტიის სხვა ლიდერებთან და წევრებთან ერთად, მარშალ გელოვანის გამზირზე საცობებთან დაკავშირებით საპროტესტო/საინფორმაციო ბრიფინგს გამართავენ

მის: მარშალ გელოვანის გამზირი, ყოფილი "მათე მოტორსის" ტერიტორია

საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 024 021

23 ოქტომბერს, 10:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში გიორგინონიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ირაკლი ბებუას საქმე

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის წევრი ლევან სამუშია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ლელო“ ითხოვს დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საქმის მასალები და ეცნობოს საზოგადოებას თუ რა გააკეთა გამოძიებამ.

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სემეკის დაარსების დღესთან დაკავშირებით, „რადისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1.

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ - „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები" - საკითხზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი; (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „KIUInnovate“ პლატფორმის ფარგლებში ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი 5

23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ნაძალადევში, ცოტნე დადიანის 160 ნომერთან, მე-11 სკოლის წინ მშობლების დიდი აქცია გაიმართება.

თემა: „მშობლები ბავშვებს არ უშვებენ სკოლაში, რაც ფაქტობრივად ბოიკოტია“.

საკონტაქტო:ნიკაჩერქეზიშვილი - 577 62 22 19

23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ავიაკომპანიების, სასაზღვრო პოლიციის, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება.

23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ფონდ ქართუს“ შემომწირველი კომპანიის მფლობელი აშშ-მ დაასანქცირა

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა