ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოების მეორე კოლონა შევიდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოების მეორე კოლონა შევიდა

ღაზას სექტორში კვირას ეგვიპტიდან ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე კოლონა შევიდა, - ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტსი ადასტურებს.

მისი განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით ანკლავში კიდევ 14 სატვირთო შევიდა.

„იმედის კიდევ ერთი ნაპერწკალი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება“, - წერს გრიფიტსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი შაბათს გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა.