ემანუელ მაკრონი და მარკ რუტე ისრაელს ეწვევიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიმდინარე კვირას ისრაელს ეწვევიან, - ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

პრემიერის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუტე ისრაელში ორშაბათს ჩავა, მაკრონი კი - სამშაბათს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდებიან.

ამასთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარკ რუტე ორშაბათს ისრაელში ჩავა და ნეთანიაჰუსა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, ისრაელს გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სტუმრობდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა