რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიპერის განცხადებით, უკრაინელებმა 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა საპორტო პორტის ინფრასტრუქტურის საწყობის სახურავი დააზიანა და ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტით და დაუდგენელი ტიპის დრონით შეუტია, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება