საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება” გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, სტუდენტებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, განიხილა თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში უკვე მეორედ გამართეს საჯარო ლექცია.

„უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, რიგით მეორეა მიმდინარე სასწავლო წელს. პირველ ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა სტუდენტებს 5G ტექნოლოგიის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მედია გარემო და მისი რეგულირება განსაკუთრებით საინტერესოა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების ფონზე. მომავალი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ლექცია ძალიან მრავლისმომცველი იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარების კუთხით. განხილულ იქნა კონკრეტული მაგალითები“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

სტუ-ს სტუდენტის, დანიელ ქორიძის თქმით, ლექცია საინტერესოდ წარიმართა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია. თავის თავად, ის უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და მაქსიმალურად მიახლოებული სიმართლესთან. ჟურნალისტმა შეიძლება ყველა დეტალი ვერ გამოიძიოს, მაგრამ მოსახლეობას უნდა მიაწოდოს სიმართლე. საჯარო ლექცია - “მედია გარემო და მედიის რეგულირება”, ძალიან საინტერესო იყო. ჟურნალისტის, ისევე როგორც, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის საქმიანობა, კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული, თუმცა, ვთვლი, რომ მედიის წარმომადგენელს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ის ავრცელებს სიახლეებს და ეს სიახლე არ უნდა ემსახურებოდეს სიცრუის ტირაჟირებას და ფაქტი სიძულვილის ენით არ უნდა მიაწოდოს მკითხველსა თუ მსმენელს. ჩემი აზრით, მისასალმებელია მსგავსი ლექციების ხშირად ჩატარება“, - განაცხადა სტუ-ს სტუდენტმა დანიელ ქორიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება