„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები აშშ-ში გაემგზავრნენ

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი კონგრესის, სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსი იქნება.

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ - ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აშშ-ში ქართველი ხალხის ინტერესებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და სხვა.

„როცა ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ შეატრიალოს, ჩვენი ვალდებულებაა, ქართველი ხალხის ხმა ჩავიტანოთ, რომ საქართველოს მეტი ურთიერთობა სჭირდება ამერიკასთან. ვისაუბრებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით - საიმიგრაციო საკითხებზე და რაც მთავარია, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. აი, ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ ძლიერი საქართველოსთვის აშშ-სთნ უფრო სიღრმისეული პარტნიორობა გვჭირდება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება