ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ამ საქმეში თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება ნულის ტოლფასია

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ამ საქმეში თავად "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურება ნულის ტოლფასია.

ბუჩუკური ხელისუფლებას მიმართავს, მოსახლეობას განუმარტოს, რას აპირებს და რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში "ასოცირებული ტრიოს" წევრ მოლდოვას დაეწიოს, რომელიც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს.

ბუჩუკურის შეფასებით, საქართველოს მიერ ევრორეკომენდაციების შესრულება "საკმაოდ მძიმედ გამოიყურება".

"ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის. თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელიწადს, საქართველო წლების განმავლობაში რეგიონში, განსაკუთრებით „ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში მოწინავე, ლიდერი ქვეყანა იყო, როცა საქმე დემოკრატიულ რეფორმებს ეხებოდა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, გეოპოლიტიკური პროცესებია - ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აუცილებლად მიიღებს, რაშიც "ქართული ოცნების" დამსახურება არის ნული.

გამობრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და განმარტონ, თუ რას აპირებენ იმისთვის, რომ საქართველო დაეწიოს მაგალითად მოლდოვას, რომელიც უკვე მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაფართოებაზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღება გვიხარია", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება