საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება იწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აცხადებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება ხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე.

„სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://is.ge/ka-ge/stajireba 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით.

სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს. აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ახალციხისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე საუბარი შეეხო საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიზნებს, ამოცანებს, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციფიკას. უწყების ხელმძღვანელი პირები ახალგაზრდებს ესაუბრნენ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება სტაჟირების პროგრამას ტაჟიორთა პროფესიული ცოდნის მიღებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების პერსპექტივაში.

სტაჟირების შერჩევითი კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტაჟიორები ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები გაეცნობიან, საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს, სამუშაოს სპეციფიკას და ჩაერთვებიან პრაქტიკულ ღონისძიებებში. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება გაზრდის საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კარიერულ ზრდას,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა