დავით მათიკაშვილი - არა თუ კარვის დადგმა, გერმანიის ბუნდესტაგს ვერც კი მიუახლოვდებით, ინგლისის პარლამენტთან გარკვეულ რადიუსზე მისვლისას კი, პოლიციამ შეიძლება უმკაცრესი ზომები გამოიყენოს - ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი დემოკრატიულია

არა თუ კარვის დადგმა, გერმანიის ბუნდესტაგის შენობას ვერც კი მიუახლოვდებით, ხოლო ინგლისში, პარლამენტის შენობასთან გარკვეულ რადიუსზე მისვლის შემთხვევაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება ძალიან მკაცრი ზომები გამოიყენონ - ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი დემოკრატიულია და გამყარებულია პრაქტიკით, რომელიც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე დასმულ კითხვას, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.

მათიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონპროექტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამყარებს.

„კანონპროექტი პრევენციულად გამიზნულია იმ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, ვინც მიტინგებზე პროტესტს გამოთქვამს. პრეზიდენტის, რადიკალური ოპოზიციის თუ სხვა ძალების მხრიდან საკითხით მანიპულირება და მის წინააღმდეგ წასვლა ადასტურებს, რომ დიახ, რადიკალურ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი გააჩნიათ.

ამ თემაზე სუს-ის უფროსის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი და სათანადოდ არგუმენტირებული პასუხი გაეცა. ყველაფერი დანარჩენი არის ინსინუაცია და სიტუაციის ისეთ რეჟიმში გადატანის მცდელობა, რასაც რეალურად ადგილი არა აქვს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო