გიგა ბოკერია ოლაფ შოლცის განცხადებაზე - ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მანამ, ვიდრე არ დამდგარა კონკრეტული შედეგი და ფასი არ გადაგვიხდია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიამ ადამიანთა დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყოს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს პრობლემა საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საშუალო, ან გრძელვადიან პერსეპქტივაში განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების ცვლილება იქამდე მოხდევა, ვიდრე ეს ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება და ევროკავშირში საქართველოსთვის ასეთ საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებენ. აქვე, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევახსენო, იმ ფაქტმა, რომ ჯერ კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და ფასი არ გადაგვიხდია, არ უნდა მოგვატყუოს და არ დაგვანახოს ხიფათი, რომელიც მოგველის, თუ ეს პროცესები გაღრმავდა. ვგულისხმობ იმ ვითარებას, როდესაც მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და ტოვებენ არალეგალურად ქვეყანას, ხოლო ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირთან საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, საჯარო დაპირისპირებაშია, რითაც იზოლაციაში გვახვედრებს და ჩვენი საფრთხეების წინაშე მარტოებს გვტოვებს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის