II საერთაშორისო კონფერენცია წყალმომზადების სისტემების შესახებ - არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

წყლის ხარისხი ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, არა მხოლოდ სუფთა, არამედ „ჯანმრთელი“ უნდა იყოს.

ნებისმიერი წყაროდან მიღებული წყალი, იქნება ეს ჭაბურღილი, მდინარე, ტბა, ოკეანე თუ წვიმა, სასმელი წყლის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სპეციალურ დამუშავებას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წყლის ხარისხთან დაკავშირებით შეკითხვები იშვიათად ჩნდება და ჩვენი ქვეყანა მინერალური წყლების სამშობლოდაც კი მიიჩნევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოხმარება დამატებითი ფილტრაციის და დარბილების გარეშე სასარგებლოა.

წყალში უამრავი მინარევია: ქლორი, ორგანული ნაერთები, დამაბინძურებელი ნივთიერებები, უხსნადი ნაწილაკები, მძიმე მეტალები და სხვა მინარევები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ მოქმედებს.

აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებს მიეძღვნა 5 ოქტომბერს თბილისში წყალმომზადების სისტემების შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც კომპანია „აკვალაინმა“ უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, წყალმომზადების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას და მათი სხვადასხვა სექტორში სწორად გამოყენების მნიშვნელობის გაცნობიერებას.

ღონისძიება, რომელიც „GERMAN WATER PARTNERSHIP - დღე საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გახსნა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა ჩატარდა. გერმანიასა და საქართველოს ამ საკითხებზე ერთობლივად მუშაობის დიდი ტრადიცია აქვს. წყალი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. წყალთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. დღეს ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი გერმანული კომპანია მუშაობს,“ - განაცხადა ბატონმა ფიშერმა.

კომპანია „აკვალაინის“ პრიორიტეტია, სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერების - წყლის რესურსის ხარჯის ოპტიმიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და დამაბინძურებელი ნივთიერებების ზემოქმედება წყალმომზადების თანამედროვე სისტემების მეშვეობით შეამციროს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კომპანია „აკვალაინი“ უკვე მეორედ მასპინძლობს და გერმანელ პარტნიორებთან კომპანია HERBORNER PUMPEN ერთად ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციას. მსოფლიოში წყლის რესურსების მართვა საკმაოდ დიდი გამოწვევაა და საქართველოც არ არის გამონაკლისი. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გავაშუქოთ ეს პრობლემა და მეორე მხრივ, მომხმარებლებს შევთავაზოთ ის ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც დაგვეხმარება ამ გამოწვევებთან გამკლავებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გერმანელ პარტნიორებს, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ, რომ ჩვენთვის გამოცდილება გაეზიარებინათ,“ - განაცხადა „აკვალაინის“ კომერციულმა დირექტორმა ლიკა მესხმა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ:

  • ბორის გრეიფენედერი - GERMAN WATER PARTNERSHIP (გერმანია)
  • ბურჰარდ შვარცი - HERBORNER PUMPEN (გერმანია)
  • ლიკა მესხი - AQUALINE LTD (საქართველო)
  • ტომას ბოიტელი - LUTZ JESCO (გერმანია)
  • თამარ ნიკურაძე - GWP (საქართველო)
  • სერგეი ზახაროვი - DINOTEC (გერმანია)
  • მალეკ იოსეფი - BIOWORKS GMBH (გერმანია)
  • პროფ. ალექსანდერ ქემფე - GERMAN ENVIRONMENT AGENCY (გერმანია)
  • თეოდორ პალადიე - MÖSSLEIN PRODUCTS GMBH (გერმანია)

აღსანიშნავია, რომ სასმელი და სამეწარმეო დანიშნულების წყალმომზადების სისტემებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. კომპანია „აკვალაინი“ გერმანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ბაზარზე ნერგავს წყალმომზადების უახლეს სისტემებს და მომხმარებელს სთავაზობს, როგორც წყლის წმენდის მაღალეფექტურ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს სამეწარმეო მიზნებისთვის, ასევე რესტორნებში, კაფეებსა და სახლში დასამონტაჟებელი წყლის ფილტრების ფართო არჩევანს, რომლებიც აკავებენ წყალში არსებულ, მავნე მინარევებს, მძიმე მეტალებს, მიკროორგანიზმებს, ვირუსებსა და მედიკამენტების ნარჩენებსაც კი.

სწორად შერჩეული წყალმომზადების სისტემა ყოველდღიურად სუფთა, მინარევებისგან თავისუფალი წყლის მიღებას ნიშნავს, რაც ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა