აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებაში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტა კასალი მიიღებს მონაწილეობას

26-27 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26 ოქტომბერს გაიმართება, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი, რობერტა კასალი.

„კასალი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და რისკების მართვის ვიცე-პრეზიდენტია. 2022 წლიდან იგი რისკების მართვის, რეგულირების და ხაზინის დეპარტამენტის ოპერაციებს ხელმძღვანელობს.

2023 წლის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ათი სესია გაიმართება, სადაც განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის იქნება ვაჭრობა, მათ შორის, ელექტრონული კომერციის განვითარება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ფორუმი, რომელიც საქართველოში მეოთხედ იმართება, 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს