დავით ნარმანიამ სემეკ-ის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკ-ის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა.

სემეკ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის სემეკ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

„23 ოქტომბერი სემეკ-ის დაარსების დღეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და საზოგადოებას წარვუდგინოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. დაარსების დღიდან სემეკ -ის როლი მნიშვნელოვანია რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. ახლახან ჩვენს ფუნქციებს დაემატა მელიორაციის სექტორის რეგულირება და დავიწყეთ ამ მიმართულებით გამოწვევების დაძლევა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.

დაარსებიდან დღემდე, სემეკი დამოუკიდებლობის პრინციპებთან ერთად ხელმძღვანელობს ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპით. კომისიის საქმიანობის მახასიათებლებია თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან, პრობლემების გადაწყვეტის თანმიმდევრობა, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და საჯაროობა. ჩემი და ჩემი გუნდის, ყველა სემეკელის სახელით მადლობას ვუხდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს, ლიცენზიატ კომპანიებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე. 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრმა, ვლადიმერ პაპავამ 1997 წელს სემეკ-ის დაარსების საფუძვლებზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სემეკ-ის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. სემეკ-ის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა