ანა წითლიძე - გახარია სანამ სხვის დასრულებაზე ისაუბრებს, მანამდე პასუხი უნდა აგოს 20 ივნისზე, ია კერზაიას საქმეზე, პასუხი უნდა გასცეს თუ როგორ მოხდა, რომ მისი პრემიერობის დროს შეიქმნა რუსული აგენტურული ქსელი

გახარია სანამ სხვის დასრულებაზე ისაუბრებს, მანამდე პასუხი უნდა აგოს 20 ივნისზე, ია კერზაიას საქმეზე, ასევე პასუხი უნდა გასცეს თუ როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში მისი პრემიერ -მინისტრობის დროს შეიქმნა რუსული აგენტურული ქსელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ მუქარამდე ძალიან ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს.

„გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. უნდა უპასუხოს იმასაც, როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ -მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა?!“ - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, ტვ პირველის“ ინფორმაციით, პარტია "საქართველოსთვის" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციას რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გამორიცხავს. თუმცა პარტიის წევრი, მიხეილ დაუშვილი ადასტურებს, რომ პარტიის ლიდერებს მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან „ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები აცხადებენ, რომ „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება