უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის შეჭრას 508 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაიღუპა 508 და დაშავდა 1 138 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი, 492 ბავშვი, დონეცკის დაიღუპა და დაშავდა, 304 - ხარკოვში, 130 - ხერსონში, 129 - კიევში, 99 - ზაპოროჟიეს ოლქში, 97- მიკოლაივის, 96 - დნეპროპეტროვსკის, 72 - ჩერნიგოვის და 67 - ლუგანსკის ოლქში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა