რუსთავში „ლიბერთის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა

ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის განახლებული ფილიალი რუსთავში (თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრი) გაიხსნა და გახსნის ცერემონიას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია და ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი თენგიზ სვანიძე დაესწრნენ.

რუსთავის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს.

ამჟამად, ქვემო ქართლის რეგიონში ლიბერთი ბანკში დასაქმებულია 330-ზე მეტი თანამშრომელი, ფუნქციონირებს 13 ფილიალი, 8 საზოგადოებრივი ცენტრი, 9 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 5 ლიბერთი ექსპრესი. განახლებულ ფილიალში კი 23 თანამშრომელია დასაქმებული.

„ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას. ჩვენი მიზანია, რეგიონში ფინანსურ რესურსებზე და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის კომფორტული საბანკო მომსახურების შეთავაზება. განახლებული ფილიალი მოემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს“, - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის