ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანი, საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ დაარტყამს ისრაელის ქალაქ ჰაიფას

ირანი, საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ განახორციელებს სარაკეტო დარტყმას ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაზე, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილემ ალი ფადავიმ განაცხადა.

ფადავის მტკიცებით, ისრაელი არასწორ მონაცემებს ავრცელებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების რაოდენობის შესახებ და მისი თქმით, რეალურად, მოგერიებული რაკეტების რაოდენობა გაშვებული რაკეტების მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

„ამერიკამ შექმნა ისრაელი საკუთარი უსაფრთხოებისთვის და თუ იგრძნობს, რომ საფრთხეშია, ადვილად გაწირავს მას", - აღნიშნა ფადავმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის