აბრეშუმის გზის ფორუმის საინვესტიციო პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი იქნება

საინვესტიციო პანელის ორ სესიას, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 27 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მოდერატორობას ტელეკომპანია Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქრეინს ორ ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ღონისძიებების და დისკუსიების მოდერაციაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამინისტროებისა და კერძო კომპანიებისთვის. 15 წლის განმავლობაში იგი თანამშრომლობდა კომპანიებთან, რომლებიც მუშაობდნენ გარემოზე კლიმატის ზემოქმედებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, მათ შორისაა UNFCCC, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი, IRENA, პოტსდამის ინსტიტუტი, P4G, R20 - ავსტრიის მსოფლიო სამიტი და სხვა.

სესიების დასრულების შემდეგ გაიმართება ორმხრივი (B2B) შეხვედრები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

„აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველ ორ წელიწადში იმართება, ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას, მათ შორის, „შუა დერეფნის“ ინიციატივაში. 2023 წლის ორდღიანი ფორუმი 26 სექტემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა