მაია ომიაძე - ჩვენი პროგნოზები გამართლდა და ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2023 წლის 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, 3 კვარტლის მონაცემებით ტურისტული ვიზიტები პანდემიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ომიაძის თქმით, 2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს 5 მილიონი 600 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 80 %-ით აღდგენა გვაქვს.

„ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან მიმართებით +43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მაია ომიაძის თქმით ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიის შედეგია.

„მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება. ძალიან სწორი მარკეტინგული სტრატეგიით მივდივართ, ჩვენი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა სახელმწიფოები, ასევე აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურისა და შორეული ქვეყნები: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ. სწორედ ეს სახელმწიფოები, ასევე მეზობელი ქვეყნები გამოირჩევიან საქართველოში ტურისტების რაოდენობით“,-აცხადებს მაია ომიაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს