ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე - ძალიან ცუდ გზას არის ეს კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი - თუ მომმართავენ, რომ პარტიის დატოვება სურთ, მზად ვარ, დოკუმენტი გავატანო

ნიკა მელიას განცხადებები ერთი-ერთში ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა პარტიაში არაფორმალური მმართველობის შესახებ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია და კიდევ გარკვეული ადამიანები „ცუდ გზას არიან შემდგარი“.

„ვწუხვარ ამ კონკრეტული ადამიანისა და მისი განცხადებების გამო. ჩვენდა სამწუხაროდ საზოგადოება ამას უყურებს და ეს განცხადებები ერთი-ერთში ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას. ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის, „პოსტვ"-ის, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის ნარატივს. ვწუხვარ ამის გამო და ვფიქრობ, რომ საზოგადოება თავად შეაფასებს ამ განცხადებებს. მე მაგალითად, ძალიან ბევრს ვიდარდებდი, თუ ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ თემაზე კობახიძის მსგავსად ვმეტყველებ და „პოსტვ“-ის მსგავსად ვლაპარაკობ. რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ობიექტურ ჭეშმარიტებაში. თუ ვხედავ, რომ რუსული პარტიის ენით ვსაუბრობ, აუცილებლად დავფიქრდებოდი, რომ კარგ გზაზე არ ვდგავარ. მე მგონია, რომ ძალიან ცუდ გზას არის ეს კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მას ამ გადაწყვეტილების მიღება არ მოუწევს, რადგან ნიკა მელია თავისი მოქმედებებით დიდი ხანია დაშორდა პარტიას.

„არაერთხელ საჯაროდ მითქვამს, რომ ეს თემა, რომელიც ეხება ვიღაცის გარიცხვას, კომუნისტური მეთოდით რომ რაღაც დოკუმენტაცია გავატანოთ, არ ვაპირებთ. „ნაციონალური მოძრაობის წევრობა არ განისაზღვრება მანდატით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, ჩემდა სამწუხაროდ კონკრეტული ადამიანი და ადამიანები თავად, თავისივე მოქმედებით დაშორდნენ პარტიას. თუ მომმართავენ, რომ მათ სურთ პარტიის დატოვება, მე მზად ვარ, რომ ეს დოკუმენტი გავატანო, თუმცა მე ამ გადაწყვეტილების მღება არ მიწევს, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს კონკრეტული ადამიანები მოქმედებებით დიდი ხანია დაშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო