ისრაელის ფინანსთა მინისტრი - ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა, - ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა ქნესეთის რელიგიური სიონისტური ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს და ეს გამარჯვებაა. „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების განადგურება“, - განაცხადა სმოტრიჩმა.

სმოტრიჩმა, ასევე, ისრაელის ეკონომიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის მიუხედავად, ისრაელის ეკონომიკამ ფუნქციონირება მაქსიმალურად უნდა გააგრძელოს.

„ბიუჯეტში პრიორიტეტები ომის ფონზე იცვლება“, - დასძინა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!