ლევან ხაბეიშვილი - ყველა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ახლოვდება დრო, როცა სამართლიანობა აღდგება და ყველა ქონების დაბრუნება მოუწევთ, რაც „რუსმა“ ოლიგარქებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა მიითვისეს

ყველა ხვდება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომ ახლოვდება დრო, როცა სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და ყველა ქონების, რომელიც მიითვისეს „რუსმა“ ოლიგარქებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა, აუცილებლად მოუწევთ დაბრუნება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვიდრე ჯერ კიდევ აქვთ ძალაუფლება, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რუსული ინტერესების გატარებას და მათ შორის „შავი ფულის გარეცხვას“.

“რაჭის ტყეებთან დაკავშირებით, როცა თბილისზე უფრო დიდი ტერიტორია „რუსმა“ ოლიგარქმა გადაწყვიტა მეორე „რუსი“ოლიგარქისთვის მიეცა და ეს იყო ხიდაშელი, ცხადია ის იყო კორუფციული გარიგება. ამ მიმართულებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვადასხვა პარტიას მათ შორის, ძალიან ბევრი გვაქვს ნაბრძოლი იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები ვერ დარჩება ხიდაშელს. ხომ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება შეიცვლება ამ ქვეყანაში და არა თუ ხიდაშელს ჩამოერთმევა ეს ქონებები, ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც მითვისებული აქვს იგივე ბაკურიანი, ახლა ღარიბაშვილს რომ არ დარჩება, ყველას ხომ კარგად ესმის… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით ამ საკითხში? - დედაქალაქის ცენტრში „დოქები“ რომ იყიდა ხიდაშელმა და იქ კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელებულიყო და თითი თითზე არ დაუდია არავის, ესეც ფულის გათეთრების რაიმე სქემა ხომ არ იყო? კონკრეტული გამოძიების საგანი ხომ არ უნდა იყოს? ყველა ხვდება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომ ახლოვდება დრო, როცა სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და ყველა ასეთი ქონება, რომელიც მიითვისეს „რუსმა“ ოლიგარქებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა, აუცილებლად მოუწევთ დაბრუნება. თუმცა სანამ აქვთ ძალაუფლება, ჯერ კიდევ ცდილობენ, რუსული ინტერესების გატარებას და მათ შორის „შავი ფულის” გარეცხვას”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება