ლევან ხაბეიშვილი - “ქართული ოცნების” წევრები ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილი და ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალო, სასაცილოა

უცნაური საქმეა, “ქართული ოცნების” წევრები ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები, თავად გააყალბეს არჩევნები და ამ ყველაფრის ფონზე სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალო, ცოტა არ იყოს სასაცილოა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პირადი განწყობებით არ უმოქმედია, თორემ პირველები იქნებოდა, ვინც იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს.

“უცნაური საქმეა, ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები, თავად გააყალბეს არჩევნები. სხვათა შორის, ამ ადამიანის დანიშვნას შეეწირნენ ადამიანები, მათ შორის ია კერზაია, რომლის სიკვდილი არის კონკრეტული ადამიანების კისერზე. ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი დააბრალო „ნაციონალურ მოძრაობას”, ცოტა არ იყოს სასაცილოა, თუმცა ის, რომ ჩვენ პოლიტიკურად პასუხისმგებლობიანი ძალა ვართ, მათ შორის ჩანს ჩვენი დამოკიდებულებები. ჩვენ პირადი განწყობებით არ გვიმოქმედია, თორემ პირველები ვიქნებოდით, ვინც იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ ამ მიზეზით არ დავინტერესდით ამ იმპიჩმენტით, რადგან კარგად გვესმის ქვეყნის გარეთ როგორი ზიანის მომტანია ახლა ეს მოქმედებები”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება