საფრანგეთი საუდის არაბეთთან მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საფრანგეთი საუდის არაბეთთან მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს,- ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ ჟურნალისტებს განუცხადა.

სებასტიენ ლეკორნუს ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა საუდის არაბეთთან, კერძოდ, Rafale-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცნობისთვის, Rafale, ორძრავიანი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავია და საფრანგეთის იარაღის ინდუსტრიის ბესტსელერია. საფრანგეთმა 2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 16 მილიარდი ევროს ღირებულების 80 მოიერიშე თვითმფრინავი მიჰყიდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა