თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ღაზაში სამოქმედო  სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს

ღაზაში სამოქმედო სტრატეგიას ისრაელი გადაწყვეტს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ისრაელისთვის კითხვების დასმას აგრძელებს, რათა უკეთ გაიგოს ღაზაში მისი სამოქმედო სამხედრო სტრატეგია.

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად სჭირდება“, - განაცხადა კირბიმ.

კირბიმ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს საათებში ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი კოლონა შევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა