მედია - უნგრეთმა ევროკავშირის ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი არ დაუჭირა

უნგრეთმა ევროკავშირის ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი არ დაუჭირა,- ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინის დასახმარებლად, 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ შეთანხმება, უნგრეთის პოზიციის გამო, ვერ შედგა.

უნგრეთმა უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შესახებ ეს შეთანხმება ადრეც დაბლოკა, მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ უკრაინამ უნგრული ბანკი OTP ომის სპონსორების სიაში შეიტანა.

„უნგრეთის OTP ბანკი ამოიღეს იმ კომპანიების შავი სიიდან, რომლებიც აგრძელებენ რუსეთში საქმიანობას, მაგრამ ბუდაპეშტს სურს მიიღოს სამართლებრივი გარანტიები, რათა დარწმუნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მუდმივია“, - წერს იოზვიაკი „ტვიტერის“ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება