ვიქტორ ორბანი - დღეს არის რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს - მოსკოვი ტრაგედია იყო, ბრიუსელი კი ცუდი თანამედროვე პაროდიაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საბჭოთა ჯარების მიერ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის ჩახშობის წლისთავზე, ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.

„დღეს არის რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება ისე, რომ ისტორია მეორდება“, - განაცხადა ორბანმა, რომლის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ციტირებს.

ორბანი აცხადებს, რომ მოსკოვი ტრაგედია იყო, ხოლო ბრიუსელი უბრალოდ "ცუდი პაროდიაა".

„საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი მოსკოვი არ არის. მოსკოვი ტრაგედია იყო. ბრიუსელი კი უბრალოდ ცუდი თანამედროვე პაროდიაა“, - განაცხადა ორბანმა ქალაქ ვესპრემში გამართულ ღონისძიებაზე.

23 ოქტომბერს უნგრეთი საბჭოთა რეპრესიების წინააღმდეგ 1956 წლის აჯანყების წლისთავს აღნიშნავს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა