რომეო მიქაუტაძემ სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

მისასალმებელ სიტყვაში რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებულად შეაფასა სემეკის როლი ქვეყნის ენერგეტიკის სტაბილურად ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში. მისი თქმით, ევროპის „ენერგეტიკულ გაერთიანებასთან" შეერთებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას და ენერგოსექტორში ევროპული სტანდარტები დაამკვიდროს.

„ამ მნიშვნელოვან პროცესში გაიზრდება სემეკის რეგულირების სფერო და მისი როლი ენერგეტიკის დარგში. დღეს კომისიას ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია აკისრია, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სემეკის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. სემეკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.

23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ჩამოყალიბებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება