თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ღაზადან კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჯო ბაიდენი მიესალმა ღაზადან კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას და დაადასტურა თავისი ვალდებულება მუდმივი მცდელობების უზრუნველსაყოფად „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა დარჩენილი მძევლის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, გათავისუფლების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის შენარჩუნების აუცილებლობას და აშშ-ის დახმარების შესახებ ისრაელის პრემიერს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

„პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონული შეკავების მიმდინარე მცდელობების შესახებ, აშშ-ის ახალი სამხედრო განლაგების ჩათვლით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში