მექსიკაში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 პოლიციელი

მექსიკაში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 პოლიციელი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

გასულ ღამეს მექსიკაში შეიარაღებული თავდასხმის სამი შემთხვევა იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თავდასხმა გერეროს შტატის კოიუკა დე ბენიტესის მუნიციპალიტეტში მოხდა, როდესაც შეიარაღებული თავდამსხმელები მექსიკის სახელმწიფო უშიშროების მაღალი თანამდებობის პირს დაესხნენ თავს.

დანარჩენი ორი თავდასხმა მიჩოაკანისა და პუებლას შტატებში მოხდა. პუებლაში განხორციელებული თავდასხმა ნარკორეალიზატორებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა