8 თვეში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 222 შემთხვევა გამოვლინდა - მოკლულია წითელ ნუსხაში შეტანილი 2 კავკასიური როჭო

მიმდინარე წლის 8 თვეში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 222 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის მოკლულია წითელ ნუსხაში შეტანილი 2 კავკასიური როჭო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.

კერძოდ, უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნადირობის წესების დარღვევის 218 შემთხვევა გამოავლინეს, მათ შორის, ფულადი ჯარიმა 31-ს დაეკისრა, სამართალდამრღვევი უცნობია 60 შემთხვევაში, ხოლო 127 საქმეზე ამ ეტაპზე, შედეგი უცნობია, რადგან სამართალდარღვევის განხილვის ვადა არ დასრულებულა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის ნიშნებით უკანონო ნადირობის შემთხვევებს - დეპარტამენტის ცნობით, სულ გამოვლენილია 4 ფაქტი, მათ შორისაა, 2 კავკასიური როჭოს უკანონოდ მოპოვება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა