გეოგრაფიული აღნიშვნა „ოყურეშის უსახელოური“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „ოყურეშის უსახელოური“ „საქპატენტში“ 2022 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „ოყურეშის უსახელოურის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ისტორიკოსი სტრაბონი, ფილოსოფოსი არიანე, უამრავი მკვლევარი და წყარო წერს, რომ პრომეთე და ამირანი ერთი და იგივე გმირია. მიჯაჭვული ამირანის ლეგენდა კი შეიძლება სწორედ რომ ხვამლის, ანუ ხომლის მთას უკავშირდებოდეს.

ერთია მსოფლიო ისტორია, მეორე კი „ქართლის ცხოვრება“, სადაც მე-13 საუკუნეში, ჯალალედინის მიერ საქართველოს აოხრების შემდეგ, ასეთი ჩანაწერია გაკეთებული: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს“. ეს კი ნიშნავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემოსევებით აოხრებულ ქვეყანაში თუ რამ საჭურჭლე (საგანძური) შემორჩა, ყველაფერი ხვამლის გამოქვაბულებში იყო დაბინავებული.

დიახ, სწორედ ეს მისტიკური და სიზმრისეული ისტორია უდევს საფუძვლად უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოს. უსახელოურის ჯიშის ყურძენი სწორედ ხვამლის მთის ფერდობებზე ხარობს. მთის იმ ფრაგმენტზე, რომელიც ცხენისწყლის ხეობის მხარესაა მოქცეული. არავინ იცის, ზუსტად რა პერიოდიდან ჩნდება კონკრეტულად ეს ჯიში, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა წლებიდან იწყება მისი წარმოება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში კი უსახელოურის ყურძნის ღვინო „უსახელოურის“ სახელით ხვდება არაერთ საერთაშორისო კონკურსზე. საერთო ჯამში, ამ ღვინოს მოპოვებული აქვს ხუთი ჯილდო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი.

„ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.

ღვინოს აქვს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა. კურკოვანი წითელი ხილის არომატი და წითელი მოცხარის ტონები. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა მშრალი ღვინისთვის არ უნდა იყოს 13.5%-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისთვის 11,0%-ზე ნაკლები. შაქრიანობა მშრალ ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ნახევრად მშრალში - 4-18 გ/ლ-მდე, ხოლო ნახევრად ტკბილ ღვინოში 18-45 გ/ლ-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან და მხოლოდ იმ მიკროზონაში, სადაც ბუნებრივად ხარობს მისი მოსავალი.

ლეჩხუმი ზოგადად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება მევენახეობა-მეღვინეობისთვის. ზემოთ მოყოლილი პიქტოგრამების არსებობით შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ ამ მხარეში, უძველესი დროიდან აწარმოებდნენ ღვინოს.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა