პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორს ირჩევენ

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორს ირჩევენ. კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ესწრება.

როგორც შოთაძემ განაცხადა, ახალ წევრებს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებელთა ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

„დღეს ტარდება საქართველოს პროკურატურის პროკურორთა და გამომძიებელთა რიგით მეხუთე კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, თითოეულმა პროკურორმა და გამომძიებელმა საპროკურორო საბჭოს 5 პროკურორი წევრი უნდა აირჩიონ. 2015 წლის შემდეგ ჩატარებული რეფორმების შედეგად, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა საპროკურორო საბჭო, შეიქმნა კონფერენცია და სწორედ საპროკურორო საბჭოს როლია პროკურატურის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. საპროკურორო საბჭოს წევრები 4 წლის ვადით აირჩევიან და მონაწილეობენ პროკურატურის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორიცაა გენერალური პროკურორის შერჩევა, გენერალური პროკურორის მოადგილეების დისციპლინარული დევნა, პროკურორების და გამომძიებლების დისციპლინარული დევნა, ჩვენი თანამშრომლების დაწინაურება, წახალისება, სამსახურში მიღება, სტრატეგიის და სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა. შესაბამისად, მათი როლი მნიშვნელოვანია. ფარული კენჭისყრის წესით, პირდაპირი არჩევნების წესით ავირჩევთ საპროკურორო საბჭოს 5 ახალ წევრს 4 წლის ვადით",- განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის 18 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს 5 პროკურორ წევრს 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. შესაბამისად, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით 5 ახალი წევრი უნდა აირჩიონ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება