კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „პიქსელ ტაჩის“ მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, შპს „პიქსელ ტაჩს“ (PixL MobI - პიქსელ მობი), პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, დარღვევის ფაქტი დაუდგინა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება - მომხმარებლის ინფორმირების ნაწილში, მოვაჭრის მხრიდან, საკომუნიკაციო სავაჭრო პოლიტიკის არაჯეროვან განხორციელებას როგორც ადგილზე ვაჭრობისას, ასევე ფეისბუკ გვერდის მეშვეობით.

„კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება ნიშნავს, რომ ნებისმიერი პლატფორმის მეშვეობით, მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სავაჭრო კომუნიკაცია - კონკრეტული საქონლის/მომსახურების შეძენის შეთავაზება უნდა იყოს კანონის შესაბამისად სრულად და გასაგებად მიწოდებული. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს აქვს თუ არა შესაძლებლობა - მოვაჭრესთან მყისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარღვევის ფაქტი დაუდგინდა და დაევალა, ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მოთხოვნებს შეუსაბამოს. უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე - 72 შეთანხმება გააფორმა. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 27 დარღვევის ფაქტი - 41 საქმეზე, ხოლო 5 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო, 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა